„ალ ჯაზირა“ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხრეთ ირანის ქალაქ მინაბში გოგონების სკოლაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა რაოდენობა 60-ზე მეტია.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმის დროს სკოლაში დაახლოებით 170 მოსწავლე იმყოფებოდა და, შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.




