ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს.

„ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“, - წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი X-ზე.