მოსკოვში ისლანდიის საელჩოს მუშაობა ოფიციალურად შეწყდა.
საელჩოს წარმომადგენლობა რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში გადაეცემა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ისლანდიის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ "მოსკოვში საელჩოს ფუნქციონირება არსებულ პირობებში არ შეესაბამება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს."
"საელჩოს საქმიანობის დახურვის გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტას. როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, ყურადღება გამახვილდება მოსკოვში ისლანდიის საელჩოს საქმიანობის განახლებაზე," - ვკითხულობთ განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ლიეტუვის საელჩო ისლანდიის წარმომადგენლებს განსახლებისა და მოვალეობის შესრულების საშუალებას მისცემს.