„ალ ჯაზირას“ ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ „შესაფერის პასუხს გასცემს“, თუ ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს ლიბანში.

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ტასმინის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული „სასტიკი ხოცვა-ჟლეტა ბეირუთში“.

„თუ ჩვენი საყვარელი ლიბანის წინააღმდეგ აგრესია დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, რეგიონის ბოროტმზრახველ აგრესორებს შესაფერის პასუხს გავცემთ“.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის გამანადგურებელი თავდასხმების შედეგად თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 837-ს შეადგენს.