რუსეთში, ირკუტსკის ოლქში Ту-22М3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი დაგეგმილი ფრენის დროს ჩამოვარდა.
როგორც იტყობინებიან, ეკიპაჟის ოთხმა წევრმა კატაპულტირება მოასწრო, ერთი პილოტი დაიღუპა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
ბომბდამშენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.