თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში ხვალ, 9 აპრილის ტრაგედიისთვის მიძღვნილი სიმღერის - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ავტორის კონცერტი გაიმართება.
კომპოზიტორისა და ავტორ შემსრულებლის, ჯემალ სეფიაშვილის საღამოსთვის ახლა ბოლო რეპეტიცია მიმდინარეობს, ხვალ კი ფილარმონიაში მისულ მსმენელს თითქმის ყველა თაობის მომღერალი დახვდება.
ჯემალ სეფიაშვილის საღამოს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაიმართება, მუსიკალურად ორკესტრი და ბენდი გააფორმებს, რომლებსაც ნიკოლოზ ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს.