ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ხუთ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად.
97 კგ წონით კატეგორიაში ორივე შეხვედრა მოიგო, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ხვალ ოქროს მედლისთვის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე მაგომედ კურბანოვს შეხვდება.
57 კგ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში სერბ აზამატ ტუცკაევთან დამარცხებული რობერტ დინგაშვილი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ ნახევარფინალში დამარცხებული მოჭიდავეები, გოგა ოთინაშვილი (65კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70კგ).
კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ გამყრელიძე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟის გავლით შეეცდება.