18 მარტს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ  ირანმა  შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ირანი შვედეთის მოქალაქეს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებოდა.

"ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება" - დაწერა სტენერგარდმა სოციალურ ქსელში.

სამინისტროს ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი, რომლის ვინაობასაც სამინისტრო არ ავრცელებს, 2025 წლის ივნისში დააკავეს.

შვედურ მედიასთან საუბარში სტენერგარდმა თქვა, რომ სამშაბათს გვიან შეიტყო, რომ სასიკვდილო განაჩენის აღსრულება გარდაუვალი იყო და ირანელ კოლეგასთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

სტენერგარდმა სტოკჰოლმში ირანის ელჩი დაიბარა.