ამერიკული სააგენტო „ესბისი ნიუსის“ ცნობით, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ორშაბათს განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ, „უმაღლეს დონეზე ორკვირიანი ყოვლისმომცველი ანალიზის შემდეგ“, წარმოადგინა თავისი პასუხი ტრამპის ადმინისტრაციის 15-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც ომის დასრულებას ისახავდა მიზნად

ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, პასუხი გადაეცა პაკისტანელ შუამავლებს და წარმოადგენს აშშ-ის წინადადებების კატეგორიულ უარყოფას, „წარსული გამოცდილების საფუძველზე“ და ხაზს უსვამს „ირანის მოსაზრების პატივისცემით ომის საბოლოო დასრულების აუცილებლობას“.

ირანის მიერ საპასუხოდ წარდგენილ 10 მოთხოვნას შორის იყო: ყველა რეგიონული კონფლიქტის დასრულება, ახალი „პროტოკოლი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის შესახებ“, ომის დროს დაზიანებული ირანული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსება და თეირანის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მოხსნა.

ირანის რეჟიმს ჯერ ოფიციალურად არ უპასუხებია პაკისტანის მიერ მომზადებული ახალი წინადადებისთვის, რომელიც კვირა საღამოს ვაშინგტონსა და თეირანს გადაეცა შაბათ-კვირას გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.

პრეზიდენტმა ტრამპმა არ დაუჭირა მხარი წინადადებას, თუმცა ის მრავალ იდეას შორისაა, რომელსაც ის განიხილავს, - განუცხადა ორშაბათს თეთრი სახლის წარმომადგენელმა „ესბისი ნიუსს“.