„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაში შუამავალი პაკისტანის წინადადება „ერთ-ერთია იმ მრავალ საკითხს შორის, რომელიც განიხილება“.
ირანის ომში 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო წინადადების შესახებ ინფორმაციის საპასუხოდ, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მოუწოდა სიფრთხილისკენ იმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას, თუ რამდენად საბოლოოა წინადადება.
„ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ საკითხს შორის, რომელიც განიხილება და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ არ დაუჭერია მხარი ამ იდეისთვის“, - თქვა ოფიციალურმა პირმა.
პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლას აღმოსავლეთის დროით 13:00 საათზე გეგმავს.




