ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ნახევრად ოფიციალური ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანმა ლიბანზე ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეაჩერა.
საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ორ ნავთობტანკერს დღეს დილით სრუტეში გავლის უფლება მიეცა „ირანისგან ნებართვის მიღების შემდეგ“, თუმცა სხვა ტანკერების გავლა „შეჩერებულია“ ლიბანზე ისრაელის ახალი, ისრაელის სამხედროები თქმით, დღემდე ყველაზე მასირებულ დაბომბვის გამო
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა და ტრამპმა განაცხადეს, რომ ამჟამინდელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე დარტყმებზე, რაც ეწინააღმდეგება პაკისტანის მთავარი შუამავლის, პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებებს, ასევე ირანის სახელმწიფო მედიის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას. შეერთებული შტატები პირდაპირ არ არის ჩართული ისრაელის ლიბანში შეჭრაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ შედიოდა“ ლიბანში „ჰეზბოლაზე“ დარტყმები.




