ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, თითქმის არ რჩება სივრცე რაიმეზე საუბრისთვის, გარდა გადამწყვეტი პასუხისა.

ირანელი ხალხისთვის ქვეყნის რუკა წარმოადგენს ყველაფერს, რითაც ყველა ირანელი ამაყობს და მზადაა, სიცოცხლე გაწიროს დასაცავად“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვრები ომის შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ირანის რუკა ომის შემდეგ იგივენაირი აღარ იქნება.