ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეის სულიერ ლიდერად არჩევა „ასახავს ხალხის ნებას მმართველობაში“.

„ქვეყნის პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი გახდება მისი ბრძნული ხელმძღვანელობით, საზოგადოების ნდობასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ცნობისათვის, ირანის სულიერ ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.