ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში  ესპანეთის პოზიციას დადებითად აფასებს.

„ესპანეთის პასუხისმგებლიანი ქმედება ეწინააღმდეგება სიონისტურ-ამერიკული კოალიციის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებსა და ქვეყნების, მათ შორის ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას და აჩვენებს, რომ დასავლეთში ეთიკა და გამოღვიძებული სინდისი ჯერ კიდევ არსებობს. ვაფასებ ესპანელ ოფიციალურ პირებს თავიანთი პოზიციისთვის“, – წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ესპანეთმა ამერიკას ირანზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს. 

მოგვიანებით, ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ განაცხადა, რომ ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება.