ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ თეირანი ბირთვულ ობიექტებს ხელახლა ააშენებს. მისივე მტკიცებით, ქვეყანა ატომური იარაღის წარმოებისკენ არ ისწრაფვის.
ფეზეშქიანი ირწმუნება, რომ "ყოველივე ეს ხალხის პრობლემების გადაჭრისათვის, მათი ჯანმრთელობისა და დაავადებებისთვის არის განკუთვნილი".
მანამდე, 28 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ივნისში აშშ-ს მიერ დაბომბილ ბირთვულ ობიექტებს ხელახლა ააშენებს, აშშ იერიშს ხელახლა მიიტანს.
ცნობისთვის, 21 ივლისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც Fox News-სთან თქვა, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამაზე უარს არ იტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დარტყმების შედეგად თეირანის ბირთვული ობიექტები "მძიმედ დაზიანდა".
არაღჩის სიტყვების ციტირებისას ტრამპი ირანს განმეორებითი მიტანით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ ეს "საჭირო" იქნება.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვაზე არაღჩიმ უპასუხა, რომ აშშ-ს დარტყმების შედეგად ბირთვული პროგრამა შეჩერებულია, რადგან ზიანი სერიოზულია.




