7 დეკემბერს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი მოსკოვს ეწვევა.

ირანული მედიის ცნობით, რაისი რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიპატიჟებით ჩავა.

როგორც მედია იუწყება, მხარეები განიხილავენ ურთიერთქმედებას ეკონომიკურ სფეროში და ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, კერძოდ, პალესტინის თემას და უკანასკნელ მოვლენებს ღაზას სექტორში.

ირანული დელეგაციის შემადგენლობა, რომელსაც ირანის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ჯერჯერობით უცნობია.