ვბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ირანი საფრთხეს რეგიონის მიღმაც წარმოადგენს, - განაცხადა სამხრეთ ისრაელის ქალაქ არადში, ირანის სარაკეტო თავდასხმის ადგილზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ნამდვილად ემუქრება მთელ მსოფლიოს, თქვენ ბოლო 48 საათის განმავლობაში წარმოგედგინათ. ახლა მათ აქვთ ევროპაში ღრმად შეღწევის შესაძლებლობა. ისინი ყველაფრის პარალიზებას ცდილობენ, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ირანიდან დაახლოებით 4000 კმ-ის დაშორებით მდებარე დიდი ბრიტანეთის დიეგო გარსიას სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის მცდელობაზე და გლობალური სავაჭრო მარშრუტების, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების სრული ბლოკირების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.
„კიდევ რა მტკიცებულება გჭირდებათ იმ რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება? ისრაელი და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ. და დროა, სხვა ქვეყნების ლიდერებიც შემოგვიერთდნენ“, - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
Iran has proven again in the last 48 hours that it is the enemy of civilization and a danger to the free world: targeting children, families, and the elderly with terror missiles, threatening Jerusalem’s holy sites, launching long-range missiles, and trying to blackmail the world… pic.twitter.com/pQaUW1oYgx
— Benjamin Netanyahu - בנימין נתניהו (@netanyahu) March 22, 2026




