შევახსენებ ყველას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი ზომების დადგომას, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაგალითად, გუშინ მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც პოლონეთში, პოლონეთის სეიმის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა ერთ-ერთი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი და იგი დააკავეს, იმიტომ, რომ ყველგან, ყველა ქვეყანაში კანონი ამას ითვალისწინებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაარეგისტრირებენ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. ექვს თვეში მომზადდება სამართლებრივი შეფასება.