ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო საზამთრო სესიაზე საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდეს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დელეგაციას ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, რაც მის მნიშვნელობას ზრდის.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დელეგაცია საქართველოს შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის ყველას, ვინც ობიექტური ინფორმაციით არის დაინტერესებული.
"ვიზიტი მნიშვნელოვანია, წარმომადგენლობითია. ამ დელეგაციის შემადგენლობას ხელმძღვანელობს ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი, რაც დელეგაციის ხარისხს უსვამს ხაზს.
ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას გადასცემს ყველას, ვინც ობიექტური ინფორმაციით არის დაინტერესებული და არა ისინი, ვინც წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გააჩნიათ იმისა, რომ გარკვეული შურისძიება უნდა განახორციელონ საქართველოში მათი დამარცხების გამო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.