ევროკავშირი უნგრეთს უფლებას არ მისცემს, უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებისას დააშანტაჟოს, აცხადებს ევროკომისარი საბიუჯეტო საკითხებში, იოჰანეს ჰანი.

ოქტომბერში Financial Times-ი იუწყებოდა, რომ ევროკავშირს შესაძლოა უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევრო გადაეცა, რომელიც უნგრეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გამოა გაყინული. ამის სანაცვლოდ კი უნგრეთს მხარი უნდა დაეჭირა უკრაინის დახმარების პაკეტისათვის.

იოჰანეს ჰანის თქმით კი არსებობს შემოვლითი გზები, რითაც უკრაინის დახმარება უნგრეთის გარეშე იქნება შესაძლებელი.

"შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ, რაც მხოლოდ 26 წევრ სახელმწიფოს მოიცავს", - თქვა მან.

"თუ სხვა ზომებს მივმართავთ, შეიძლება გაგვეწელოს. მაგრამ საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება, რომ ვერ შეგვაჩერებენ", - დასძინა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისიას ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის 66 მილიარდი ევროთი გაზრდა სურს. აქედან 17 მილიარდი უკრაინისთვის გასაცემ გრანტებზე მოდის, ცალკე 30 მილიარდი კი უკრაინისთვის სესხებზე გამოიყოფა.

ამგვარ გადაწყვეტილებას, წესით ევროკავშირის ყველა, ოცდაშვიდივე წევრის თანხმობა სჭირდება.

უნგრეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უკრაინის მიმართ ყველაზე სკეპტიკურადაა განწყობილი. ამავდროულად, ორბანის მთავრობას ბრიუსელისგან გაყინული 22 მილიარდი ევროს მიღება სურს.