კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განიხილეს.
„ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, ადგილობრივად და გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოზე განხორციელებულ ეფექტთან ერთად,“- აღნიშნავს ევროკომისარი.
იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელში დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსისაც ეხმაურება.
„სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ეკვროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად,“- აღნიშნულია „ტვიტში“.
Good meeting with🇬🇪PM @GharibashviliGe in the margins of #WorldEconomicForum @Davos.
— Johannes Hahn (@JHahnEU) January 19, 2023
We discussed the next steps on the country's 🇪🇺accession path, domestic and global economic developments and the impact of the war in🇺🇦on #Georgia. #WEF23 pic.twitter.com/XegnTPAPUi
Pleasure to join the #WEF23 Panel on “#Eurasia’s Middle Corridor: From Pathway to Highway” with🇦🇿President @azpresident,🇬🇪PM @GharibashviliGe & Ebru Özdemir, Chair of @limakholding. 1/3 pic.twitter.com/o3lQrHlx3h
— Johannes Hahn (@JHahnEU) January 19, 2023For the #EuropeanUnion 🇪🇺 #connectivity and #Eurasia’s Middle Corridor were always of key importance f. #peace, #stability and for enhancing prosperity in the region. 2/3 pic.twitter.com/gBsohEEWjp
— Johannes Hahn (@JHahnEU) January 19, 2023