ინგლისელი ექსპერტები: წელის გარშემოწერილობა წონის ინდექსზე მნიშვნელოვანია

1557597254
უკანასკნელი 24 წლის მანძილზე ინგლისელი ქალების წელის გარშემოწერილობა 7,6 სმ-ით, ხოლოს კაცების კი 5,1 სმ-ით არის მომატებული.
ინგლისელი ექსპერტები უკვე კარგა მიუთითებენ, რომ ჭარბწონიანობის შესაფასებლად წელის გარშემოწერილობის სიდიდე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხეულის მასის ინდექსი. ეს უკანასკნელი ვერ განასხვავებს ცხიმოვან მასას კუნთებისგან, წელის გარშემოწერილობის ზრდა კი, როგორც წესი, ცხიმების დაგროვების შედეგია.
დღეს ბევრად უფრო მეტ ადამიანს აქვს ჭარბი წონა, ვიდრე უწინ. ამასთან, ჭარბი წონა იმდენად ნორმალურად ითვლება, რომ ტანსაცმლის ზომები გაიზარდა. შედეგად, ბრიტანელები ვერ ამჩნევენ, რომ ჭარბი წონის არიან, რაც კიბოს, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის 53 ქვეყანაში ჩატარებულმაკვლევამ აჩვენა, რომ ქალების 29% და კაცების 27% -ს ჭარბი წონა აწუხებს და ჭარბწონიანობის პრობლემის მხრივ დიდი ბრიტანეთი მესამე ადგილზეა. 1994 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ზრდასრული ინგლისელი ქალის წელის საშუალო გარშემოწერილობა 81,79 სმ-დან 89,41 სმ-მდე გაიზარდა. კაცების წელის გარშემოწერილობა ამავე პერიოდში 93,22 სმ-დან 97,79 სმ-მდე გაიზარდა.
"რიცხობრივ სიდიდებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კაცების, ისე ქალებისთვის და თუ ვინმე აღმოაჩენს, რომ მისი წელის გარშემოწერილობა სიმაღლის ნახევარზე მეტია, მან თავის ცხოვრების წესი უნდა გააკონტროლოს" - ამბობს ტომ ფრაი, ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ნაციონალური ფორუმის წარმომადგენელი.
ბრიტანეთის გულის ფონდის მთავარი დიეტოლოგი, ვიქტორია ტეილორი მიიჩნევს, რომ სხეულის მასის ინდექსი და წელის გარშემოწერილობა ერთობლივად "უფრო ყოველმხრივ" წარმოდგენას იძლევა წონაზე და ცხიმების განაწილებაზე.