ინდონეზიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, აღმოსავლეთ იავაში მდებარე ბრომოს მთაზე ეროვნული პარკი ყველა ტურისტული აქტივობისთვის დაიხურა. მედიის ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 176 ჰექტარი ფართობი ტყის მასივი გაანადგურა ბრომოს მთაზე, აქტიურ ვულკანზე, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია.

„ეს დახურვა გადამწყვეტი ნაბიჯია ვიზიტორების, პერსონალისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია ეროვნული პარკის განცხადებაში.

ამასთან, აღმოსავლეთ იავის კატასტროფების შედეგების შემცირების სააგენტომ განაცხადა, რომ ხელისუფლება ხანძრის ჩასაქრობად წყლის ბომბდამშენ ვერტმფრენებსა და დრონებს იყენებს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.