გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხის უკეთ გასაგებად ომის ისტორიას ჩაუღრმავდა.
„მე დიდი ხანია მშვიდობის იდეას ვუჭერ მხარს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვამბობდი, რომ რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლა იყო საჭირო. ეს პრორუსულ განწყობას არ ნიშნავს - ეს პრაგმატიზმია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები დაიხოცებიან ისე, რომ არაფერი შეიცვლება. მე ჩავუღრმავდი ამ კონფლიქტის ისტორიას, რომ გამეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა. ამ დროს ძველი ნათქვამი გამახსენდა: ომში ანგელოზები არ არსებობენ“, - განაცხადა ილონ მასკმა.




