ტექნოლოგიური მილიარდერისა და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლა გარდაუვალია. ამის შესახებ ბიზნესმენმა გავლენიან გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გამოცემასთან საუბრისას მასკმა ვრცლად განმარტა თავისი ხედვა და აღნიშნა, რომ კომპრომისის აუცილებლობა არსებული სამხედრო და დემოგრაფიული სურათიდან გამომდინარეობს:
"რუსეთთან დათმობები აუცილებელია. ეს არ არის პრორუსული პოზიცია, ეს უბრალოდ, რეალობის აღიარებაა. თუ ჩვენ ობიექტურად შევხედავთ სიტუაციას, დავინახავთ, რომ კონფლიქტის გაგრძელება უდიდესი ტრაგედიაა. ყოველი დამატებითი დღე და თვე ნიშნავს დაკარგულ ახალგაზრდა სიცოცხლეებს და განადგურებულ ინფრასტრუქტურას იმ ომში, სადაც ძალთა ბალანსის რადიკალური შეცვლა ურთულესია. ადრე თუ გვიან, მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და კომპრომისების გამონახვა მაინც მოუწევთ, ამიტომ სჯობს ეს ახლავე მოხდეს, რათა მეტი სისხლის ღვრა და ქვეყნის სრული განადგურება ავიცილოთ თავიდან."
მისი შეფასებით, კონფლიქტის შემდგომი გაჭიანურება მხოლოდ გაზრდის ადამიანურ მსხვერპლს, რის გამოც, დიპლომატიური გზების მოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.




