აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებისთვის.

„ძვირფასო პრეზიდენტო დონალდ ტრამპს, მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება იმ თბილი სიტყვებისთვის, რომლებიც „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით თქვენს მიმართვაში გამოთქვით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტის“ პრაქტიკული ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვა, რომელიც მიესალმა პროექტის დაწყებას.

დონალდ ტრამპმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.