IBM-ის ვიცეპრეზიდენტმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით, ჯესი ლანდმა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება მოიმატებს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის ღირებულება, 2019 წლის ბოლოსთვის 5000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გააგრძელებს ზრდას და შედეგად, მიაღწევს 1 მილიონ აშშ დოლარიან ნიშნულს.
"თუკი კრიპტოვალუტის ფასი 1 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება, სატოში ამერიკული ცენტის ტოლფასი გახდება", - განაცხადა ექსპერტმა. მან დამატებით აღნიშნა, რომ ქსელში მონეტის ლიკვიდური მოცულობა 20 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება, რაც კორპორატიულ საგადასახადო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. ლანდმა ისაუბრა სტარტაპ Stellar-თან თანამშრომლობისა და Blockchain World Wire-ის ქსელში ტოკენ XLM-ის გამოყენების შესახებ. IBM-ის ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორპორაცია დაიწყებს სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად მუშაობას, რათა შეიქმნას ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა ციფრული აქტივები გამოყენებული იქნება ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებისთვის. "ეს შესაძლოა იყოს XRP ან Bitcoin, მაგრამ ალბათ იქნება სხვა ინსტრუმენტებიც, ისეთი, როგორც არის სტეიბლკოინები და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ვალუტებიც", - განაცხადა სპეციალისტმა. გასული წლის აგვისტოში, IBM-მა საგადასახადო სისტემა Blockchain World Wire-ის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც საფუძვლად Stellar-ის პროტოკოლი აქვს. ტრანსსასაზღვრო მომენტალური გადარიცხვებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას, მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების 97% შეძლებს.