ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური პორტალი mainichi აქვეყნებს.

13 ივნისს, იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნიიგატას პოლიციამ განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრში ნაპოვნია 8 მილიონი იენი (~ 57 000 დოლარი) და მის მფლობელს ეძებენ.  

პოლიციის განყოფილების ცნობით, სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებულმა პირმა ფული შენობაში, ნაგავში იპოვა და იმავე დღესვე შეატყობინა პოლიციას.

თუ ფულის მფლობელი სამი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება, პირს, რომელმაც ფული იპოვა, მისი მოთხოვნის უფლება აქვს, - წერს mainichi