იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებით, ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ დაშავებულებისა და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დახმარებას.

პარალელურად, ადგილობრივი უწყებები სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან და დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე ევაკუაციას უზრუნველყოფენ. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან რეგიონში განმეორებითი ბიძგების საშიშროება კვლავ რჩება.

ცნობისთვის, იაპონიაში გუშინ 7.1 მაგინტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიებზე მასშტაბური ნგრევა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და საკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, რამაც თავდაპირველად რეგიონში მაშველების მუშაობა გაართულა. ბიძგების სიმძლავრის გამო საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია უსაფრთხო ზონებში.