ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია აქვეყნებს.
დღეს, 22 დეკემბერს, ნიიგატის პრეფექტურის საკანონმდებლო ორგანომ, სპეციალური რეზოლუციით განზრახვა მსოფლიოში უდიდესი კასივაძაკი-კარივას ატომური ელექტროსადგურისა ხელახლა ამუშავების შესახებ.
2011 წელს მომხდარი დამანგრეველი 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რამაც ფუკუსიმა დაიჩის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა გამოიწვია, იაპონიამ დახურა თავისი 54-ვე ატომური ელექტროსადგური, მათ შორის კასივაძაკი-კარივა, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთით დაახლოებით 320 კილომეტრში მდებარეობს.
ფუკუსიმას კატასტროფამდე, ბირთვული რეაქტორები ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 30%-ს უზრუნველყოფდნენ. მას შემდეგ იაპონია მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული ძვირად ღირებულ ისეთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე, როგორიცაა ქვანახშირი და გაზი. გასულ წელს იაპონიის ელექტროენერგიის 60-70 პროცენტი იმპორტირებული წიაღისეული საწვავით იყო წარმოებული, რაც ქვეყანას დაახლოებით 10.7 ტრილიონი იენი (68 მილიარდი დოლარი) დაუჯდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი, რომელმაც თანამდებობა ორი თვის წინ დაიკავა, აქტიურად უწყობს ხელს ატომურ ენერგიას და აღადგენს ინდუსტრიას ხარჯების შესამცირებლად, ინფლაციასთან და ეკონომიკურ სტაგნაციასთან საბრძოლველად.
პრეფექტურის მცხოვრებთა შორის სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ატომური რეაქტორის ხელახლა გახსნას მხარს უჭერდა 50%, ხოლო წინააღმდეგი იყო 47%. გამოკითხვის შედეგი გუბერნატორისთვის მოსახლეობის „თანხმობის“, პრეფექტურის საკანონმდებლო ორგანოსთვის კი გუბერნატორის განზრახვის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების მანიშნებელი გახდა.




