ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს.
იაპონიაში, აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 7.6, რასაც შედეგადაც აომორის, ივატეს და ჰოკაიდოს პრეფექტურების სანაპირო რაიონებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ მიეცათ რეკომენდაცია მაღალმთიან ადგილებში ევაკუირების შესახებ.
ივატეს პრეფექტურის სანაპიროზე, ჰოკაიდოს ცენტრალური წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონებსა და აომორის პრეფექტურის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე, სავარაუდოდ, 3 მეტრს მიაღწევს.
მიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურების სანაპიროებზე, აომორის პრეფექტურის იაპონიის ზღვის სანაპიროზე და ჰოკაიდოს დასავლეთ და აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ერთ მეტრამდე სიმაღლის ტალღებია მოსალოდნელი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიმაღლის ცუნამი აომორის პრეფექტურის მუცუ-ოგავარას პორტში დაფიქსირდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) აომორის პრეფექტურის ქალაქ ჰაჩინოჰეში სინდოს შკალით 6 ბალზე მეტი (იაპონური სინდოს შკალით ყველაზე მაღალი მე-7 დონის მიწისძვრაა. ასეთი მიწისძვრა იაპონიის ისტორიაში 1923 წლიდან დღემდე სულ 4-ჯერ მოხდა) სეისმური ინტენსივობა დააფიქსირა.
JMA-ს ცნობით, მიწისძვრა დაახლოებით 50 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
მიწისძვრის საპასუხოდ, მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში კრიზისების მართვის ოფისი შექმნა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. იუწყებიან, რომ მიწისძვრის შემდეგ ფუკისუმას და სინ-აიმორს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.




