ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის ფა ფასების მკვეთრი ზრდა და სურსათის ზთუ სხვა საქონლის გაძვირება გამოიწვია, ნავთობგიგანტებმა კი კოლოსალური სარგებელი მიიღეს.
ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ომმა და ნავთობის მიწოდების უმნიშვნელოვანესი სანაოსნოს - ჰორმუზის სრუტის - ჩაკეტვამ ბაზრები შეძრა,.თუმცა, ამის მიუხედავად, უმსხვილესმა ნავთობკომპანიებმა რეკორდული მოგება ნახეს.
ExxonMobil: აშშ-ის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ მეორე კვარტალის მოგებად 14,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი წლის ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია.
Chevron: სიდიდით მეორე ამერიკულმა ნავთობკომპანიამ მეორე კვარტალში 12 მილიარდი დოლარი მოგება მიიღო, რაც ბოლო ექვსი წლის ყველაზე დიდი კვარტალური მაჩვენებელია.
Shell: ბრიტანულ-ნიდერლანდურმა კომპანიამ - ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ - მეორე კვარტალში ორჯერ მეტად, თითქმის 10 მილიარდ დოლარამდე გაზარდა მოგება.
Total Energies: ფრანგული გიგანტური ნავთობკომპანიის მოგება მეორე კვარტალში 67%-ით გაიზარდა, რაც ბოლო თითქმის სამი წლის პერიოდის საუკეთესო შედეგია.
BP: ბრიტანულმა კომპანიამ გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით ორჯერ უფრო მეტად, 2,35 მილიარდი დოლარიდან 5,73 მილიარდ დოლარამდე გაზარდა მოგება.
Saudi Aramco: მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფო ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ მეორე კვარტალში მოგება 32,69 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც გასული წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელს 44%-ით სჭარბობს.
მასალა მომზადებულია "ალ-ჯაზირას" მიხედვით.




