ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკოსმა, ნასრი ასფურამ გაიმარჯვა.

არჩევნების შედეგები არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოქვეყნდა. ხმების დათვლის პროცესს კი მრავალი ტექნიკური პრობლემა და გაყალბების ბრალდებები ახლდა თან.

ოფიციალური არჩევნების შედეგების თანახმად, კონსერვატიული ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა ასფურამ ხმების 40.3% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ცენტრისტული მემარჯვენე ლიბერალური პარტიის კანდიდატმა სალვადორ ნასრალამ ხმების 39.5% მიიღო.

ამგვარად, მათ შორის სხვაობა ერთ პროცენტზე  ნაკლები იყო.

"ჰონდურასო, მზად ვარ, გიხელმძღვანელო. არ გაგიცრუებ იმედებს", - დაწერა ასფურამ Х-ზე.

ნასრალა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა მოქალაქეებს გამოსვლებისკენ არ მოუწოდა.

"მე არ მოგიწოდებთ ქუჩაში გასვლისკენ, რადგან ეს დადებით შედეგს არ მოგიტანთ", - განაცხადა მან.