აშშ-ს ჰელსინკის კომისია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი კორუფციისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დამალვას თავისუფალი მედიის ჩახშობით ცდილობს.

"ქართული ოცნება ცდილობს, თავისუფალი მედიის ჩახშობით თავიანთი კორუფცია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულები დამალოს. მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმება სცადეს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იანვრიდან იმყოფება." - წერია განცხადებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიამ X-ზე გამოაქვეყნა.