"200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე ფაქტო მთავრობა ყველას ესხმის თავს, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს", - ამის შესახებ აშშ-ის "ჰელსინკის კომისია" X-ზე და დასძენს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის კიდევ ერთი მაგალითია.
"200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე ფაქტო მთავრობა ყველას ესხმის თავს, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია. ქართული ოცნების მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი", - წერს აშშ-ის "ჰელსინკის კომისია" და სენატორი ჯინ შაჰინის ტვიტს აზირებს, სადაც აღნიშნულია, რომ "ცნობები გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ დარტყმაა ქართულ დემოკრატიაზე".
After the 200 days of continuous peaceful protests, the de-facto government in Georgia is lashing out at anyone who dares to fight for democracy. This is yet another example of that. The Georgian Dream government should release all political prisoners immediately. https://t.co/28Qqw8GfJY
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 16, 2025