ამის შესახებ ისრაელის გამოცემა timesofisrael-ი იუწყება.
ორშაბათს, 18-საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ჰაიფაში, ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის მახლობლად, ნანგრევების ქვეშ ოთხი ადამიანის - 35 წლის ქალის, 80 წელს გადაცილებული ქალის და მამაკაცის და 40 წელს გადაცილებული მამაკაცს - ცხედარი იპოვეს.
timesofisrael-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიფაზე ირანის მიერ სასიკვდილო სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლად ერთი და იგივე ოჯახის ოთხი წევრი დასახელდა: გამოცდილი სამსახიობო მასწავლებელი და თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო ფიგურა, 68 წლის ლენა ოსტროვსკაია-გერშოვიცი, მისი მეუღლე, 73 წლის ვლადიმირი, მათი ვაჟი, ვლადიმერ გერშოვიცი და ლენა ოსტროვსკაია გერშოვიცი, მათი ვაჟი, 42 წლის დიმიტრი, ანუ დიმა, გერშოვიცი და დიმას ცოლი, 29 წლის ლუსილ ჯეინი.




