გრანადელი მამაკაცი, რომელიც მეზობლის ძაღლების მუდმივი ყეფის გამო დეპრესიით იტანჯებოდა, 11860 ევროს კომპენსაციას მიღებს

1659179761
ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური პორტალი 20minutos ავრცელებს
ესპანეთის გრანადას პროვინციის ქალაქ ლაჩარი მკვიდრი, რომელიც ორი მეზობლის „ძაღლების ხმაურის გახანგრძლივებული ზემოქმედების გამო" რამდენჯერმე ჩავარდა პანიკაში, შემდეგ კი ექვსი თვე საავადმყოფოში
მკურნალობდა, ბოლოს კი სახლი დატოვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით 11 860 ევროს ოდენობით კომპენსაციას მიიღებს.
მამაკაცი სარჩელში აცხადებდა, რომ იგი ღამით მუშაობდა და დღისით უნდა ეძინა, მეზობლის ძაღლები კი ყეფდნენ და მას მოსვენებას არ აძლევდნენ.
ყეფა აწუხებდა აგრეთვე მის მეუღლესაც, რომელსაც დასვენების ნაკლებობასთან დაკავშირებულ თავის ტკივილის გამო გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უწევდა მკურნალობა.
ყველა ამ მიზეზის გამო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მარტო დარჩენის დაფიზიკური სიმყუდროვის შესახებ რეკომენდაციებზე დაყრდნობით გრანადის სასამართლომ 2021 წლის 21 ივნისს მინიჭებული კიმპენსაციის ოდენობა 2500 ევროდან 11 860 ევრომდე გაზარდა.
ამავე სასამართლომ ძაღლებზე მზრუნველ მეზობლებს მათი ისეთ ადგილზე გადაყვანა მოსთხოვა, სადაც დისკომფორტს არ შექმნიან.
სასამართლო დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სიტუაციიდან გამომდინარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ ჯ.კ.-მ დაძლია დიაგნოსტირებული დეპრესიული აშლილობა და ჩვეულ სამუშაოს დაუბრუნდა.
მოსარჩელემ 20 Minutes-ს განუმარტა, რომ სარჩელი მის სასარგებლოდ გადაწყვეტამდე სახლში აკუსტიკის სპეციალისტები მივიდნენ, სულ მცირე ოთხჯერ ეწვია მის სახლს ნოტარიუსი და დამონტაჟდა კამერა რათა დაფიქსირებულიყო, რომ ძაღლები ყეფდნენ ღამითაც და დღისითაც.
მამაკაცის თქმით, მსგავსი უხერხულობა მეზობლების ძაღლებთან დაკავშირებით 2012 წლიდან დაიწყო. იგი ცდილობდა არ ეჩივლა მეზობლებისთის და მათან მოლაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. და საბოლოოდ, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, 2019 წელს, მან გადაწყვიტა მეზობლების წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მას საკომპენსაციო თანხის ოდენობა გაუზარდა.
ძაღლების სხვაგან გადაყვანის შემდეგ მამაკაცმა და მისმა ოჯახმა შეძლო სახლში დაბრუნება, თუმცა, როგორც ის ამბობს, მეზობლებთან ურთიერთობა დაიძაბა.