ღაზის სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან ექიმები და პაციენტები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ირგვლივ ისრაელის ტანკებია განთავსებული. ღაზის ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს თანამშრომლებმა დახმარებისთვის გაეროს და წითელ ჯვარს მიმართეს. სამედიცინო ჯგუფმა მედიას განუცხადა, რომ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არტილერიამ საავადმყოფოს მეორე სართული დააზიანა. გარდა 150 დაჭრილი პაციენტისა, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ და 100-მდე სამედიცინო მუშაკისა, ათასობით პალესტინელი თავს აფარებს საავადმყოფოს.