გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიის არმია ომში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ქალბატონებო და ბატონებო, გერმანიის არმია ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებს. გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ვითარების დეესკალაციას და შეაჩეროს ძალადობის გავრცელება. მე ვესაუბრე ჩემს ისრაელელ კოლეგას. ასევე, კონტაქტზე ვარ ამერიკულ პენტაგონთან და ჩემს ევროპელ კოლეგებთან“.
მოვუწოდებთ ირანს, შეწყვიტოს თავდასხმები, თავი შეიკავოს კონფლიქტში სხვა სახელმწიფოების ჩათრევისგან და დაასრულოს დაუფიქრებელი და ზოგჯერ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმები, მათ შორის სამოქალაქო სამიზნეებზე“, – განაცხადა პისტორიუსმა.




