გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მიღების შემდეგ მოლაპარაკებების გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პუტინის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ.
"საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტის ტაქტიკის გაჭიანურებაზე", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის შემდეგი: "არსებობს თუ არა სერიოზული ინტერესი გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და დარეგულირების მიმართულებით მუშაობისთვის".