გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ფრიდრიხ მერცის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ჩასვლა უდიდესი ჟესტი იყო.

„პუტინი არ გამოჩნდა, რითაც საკუთარი თავი წაგებულ პოზიციაზე დააყენა. სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, ჩვენ მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს კანცლერი.

როგორც მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ სანქციების ახალი, მეჩვიდმეტე პაკეტი მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და შავ სიაში შეჰყავს დაახლოებით 200 ნავთობმზიდი, რომლებიც გამოიყენება რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად. პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ევროპაში საბოტაჟის გამო.

Dass Präsident Selenskyj trotzdem nach Istanbul gereist ist, ist ein enormes Entgegenkommen. Putin ist nicht erschienen – damit hat allein er sich ins Unrecht gesetzt.

Ein neues Sanktionspaket ist fertig. Wir werden es am Dienstag in Brüssel beschließen.

— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) May 15, 2025