საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ უკანონო ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გერმანელი დიპლომატის განცხადება მთავრდება p.s.-ით, რომელშიც იგი კვლავ ახსენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ხშირად გამოყენებულ ტერმინს "დიფ სთეითი".

"მე კვლავ განვაგრძობ ცრუ მოსაზრების, (რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – "დიფ სთეითი" გავლენას ახდენს ევროკავშირზე), - უარყოფას", – წერს პეტერ ფიშერი.