გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, უცნობმა პირებმა გრაფიკული გამოსახულება შეურაცხყვეს, რომელზეც დაღუპული სირიელი მიგრანტი ბავშვი, აილან კურდი იყო გამოსახული. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The local ავრცელებს.
სურათი ვერცხლისფერი საღებავებით შეურაცხყვეს, რომელზეც შემდეგი ფრაზაა დაწერილი : "საზღვრები გადაარჩენს სიცოცხლეს!".
სლოგანის შემდეგ, მემარცხენე პოლიტიკოსების შეურაცხყმყოფელი სიტყვებია დაწერილი.
3 წლის სირიელი ბავშვის გრაფიკული გამოსახულება ევროპის ცენტრალური ბანკის შენობაში ხელისუფლების ნებართვით მხატვრებმა მოხატეს.
გამოცემის თანახმად, ადრე ბავშვის ფოტოსურათი თეთრი საღებავით დაფარეს, მაგრამ შემდეგ აღადგინეს. ახლა მოხალისეები facebook-ზე შემოწირულობას აგროვებენ, რათა დაღუპული 3 წლის ბავშვის სურათი აღდგეს. პოლიცია ვანდალურ ფაქტში ეჭვმიტანილ პირებს ეძებს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, გასული წლის 2 სექტმებერს, მიგრანტების ნავი, რომელიც თურქეთის ქალაქ ბოდრუმიდან საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდა, ზღვაში ჩაიძირა. ტრაგედიის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 წლის სირიელი აილან კურდი და მისი ძმა.