გუშინ გერმანიის ქალაქ როიტლინგენში, მაჩეტეთი შეიარაღებული 21 წლის მიგრანტის მიერ დაშავებულ ადამიანთაა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ Stuttgarter Zeitung-ი წერს.

როგორც გამომცემლობა იუწყება, დაჭრილთა შორისაა სამი ქალი და ორი კაცი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 წლის სირიელი მიგრანტი გერმანიის ქალაქ როიტლინგენში მაჩეტეთი თავს დაესხა ფეხმძიმე ქალს. თავდასხმის შემდეგ ქუჩაში პანიკა დაიწყო. შედეგად პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.

თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ეჭვმიტანილი ადგილიდან მიმალვას.