ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიამ გადაწყვიტა მიაწოდოს უკრაინას საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ 2". ფედერალური მთავრობა ასევე დათანხმდა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში ასეთი ტანკების ექსპორტს. ასეთი ინფორმაცია თავდაპირველად Spiegel-მა და NTV-მ გაავრცელეს, შემდეგ კი  dpa-მ, - წერს tagesschau.

უკრაინა იმედოვნებს, რომ საბრძოლო ტანკები საშუალებას მისცემს შეტევაში გადავიდეს და ტერიტორიები დაიბრუნოს.