ამის შესახებ ინფორმაციას „იერუსალემ პოსტი" აქვეყნებს.

შეერთებულმა შტატები გერმანიისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow 3-ის მიყიდვას დათანხმდა. ნებართვა საჭირო იყო, რადგან რაკეტა, რომელსაც კომპანია აწარმოებს, ერთობლივად შეიქმნა ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ.

ვარაუდობენ, რომ ისრაელის და გერმანიის პარლამენტები შეთანხმებას უახლოეს პერიოდში დაამტკიცებენ, წლის ბოლომდე კონტრაქტის საბოლოო ვარიანტს მოეწერება ხელი და კომპანია ავანსის სახით 600 მილიონ დოლარს მიიღებს. 

Arrow 3, რომელშიც გერმანია 3,5 მილიარდ დოლარს იხდის, ბალისტიკური რაკეტების ატმოსფეროს მიღმა სივრცეში მოძრაობის პროცესში განადგურების მიზნით შექმნილი საჰაერო თავდაცვის სისტემაა.