გერმანია მზადაა, დაეხმაროს კიევს იმ უკრაინელი მოქალაქეების იდენტიფიცირებაში, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გასაწვევ ასაკს მიეკუთვნებიან.
როგორც გერმანული მედია იტყობინება, ბერლინი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს უკრაინულ მხარესთან და უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რათა კიევმა ქვეყნის გარეთ მყოფი პოტენციური რეზერვისტებისა და მობილიზაციას დაქვემდებარებული პირების აღრიცხვა გაამარტივოს.
გერმანიის ოფიციალური უწყებების განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს იმ სამართლებრივი მექანიზმების განხილვა, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკრაინის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების შესახებ შესაბამისი მონაცემების გაზიარება. თავად უკრაინული მხარე მუდმივად ცდილობს სამხედრო პოტენციალის მობილიზებას, რის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისა და ჯარში სამსახურისკენ მოუწოდებს.




