გერმანული პრესა იუწყება, რომ დღეიდან გერმანიაში მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.
წუხელ, ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭის წინ, მარიხუანას შესახებ ახალი კანონების აღსანიშნავად დაახლოებით 1500 კაცი შეიკრიბა.
1 აპრილიდან მარიხუანას მოწევა ნებადართულია. 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს სახლში შეუძლიათ 50 გრამამდე მარიხუანა იქონიონ და სახლის გარეთ 25 გრამამდე.
მარიხუანას მოწევა აკრძალულია სათამაშო მოედნების მახლობლად, სკოლებში, სპორტულ დარბაზებში, მათ შორის საფეხბურთო სტადიონებსა და ბავშვთა და ახალგაზრდების ობიექტებში.
მარიხუანის გაყიდვა კვლავ აკრძალული რჩება. გარკვეული საფასურის გადახდით მისი შეძენა შესაძლებელი იქნება არაკომერციულ მარიხუანას კლუბებში მისი წევრების მიერ. დასაშვებია სახლში მარიხუანას დამზადებისთვის საჭირო სამი მცენარის მოვლა.