2022 წლის მონაცემებით, ევროკავშირში მოსახლეობის 69% ცხოვრობდა ოჯახებში, რომლებიც ფლობენ საკუთარ სახლს ან ბინას, 31% კი ნაქირავებ სახლში ან ბინაში.
საკუთარი საცხოვრებლის მფლობელთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის კი გამორჩეულია რუმინეთი, სადაც მოსახლეობის 94,8 ოჯახის კუთვნილ სახლში ან ბინაში ცხოვრობს, ყველაზე დაბალი კი გერმანიაში, სადაც მოსახლეობის 46,7% ცხოვრობს ოჯახის კუთვნილ სახლში ან ბინაში და 53,3% ნაქირავებში.
2022 წელს ევროკავშირის მოსახლეობის 52% ცხოვრობდა სახლში, 47,5% ბინაში, 0,5% კი სხვა ტიპის საცხოვრებელში (მცურავი სახლები, ბარჟები, საცხოვრებელი ფურგონები და სხვა)