29 მარტის ღამეს, რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონები თ თავდასხმა კვლავ განხორციელდა, რის შედეგადაც უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო ავრცელებს.
მან ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად უსტ-ლუგის პორტი დაზიანდა.
დაახლოებით დილის 7:00 საათზე დროზდენკომ განაცხადა, რომ 31 დრონი იქნა ნეიტრალიზებული.
მან ასევე აღნიშნა, რომ უსტ-ლუგას პორტში ხანძრის ქრობის ოპერაცია მიმდინარეობს
27 მარტის ღამეს, რუსეთის Telegram არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ, რომ ლენინგრადის ოლქი ზედიზედ მესამე ღამეა დრონების თავდასხმის ქვეშაა მოქცეული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლენინგრადის ოლქში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები დაახლოებით 40%-ის დონეზე დარჩა.








